წესები და პირობები

მომსახურების პირობები


მიმოხილვა

ამ ვებგვერდის ოპერირებას ახორციელებს შპს „mara.ge“. ამ ვებგვერდზე გამოყენებული ტერმინები „ჩვენ“, და „ჩვენი“ ნიშნავს შპს „mara.ge“-ს. შპს „mara.ge“ გვთავაზობს ამ ვებგვერდს (მათ შორის ყველა ინფორმაციას, ინსტრუმენტსა და მომსახურებას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის, მომხმარებლისთვის ამ ვებგვერდიდან) მას შემდეგ რაც დაეთანხმებით წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილ პირობებს, წესებსა და რეგულაციებს.

ჩვენი ვებგვედის ნახვით და/ან ჩვენგან რაიმეს შესყიდვით, თქვენ ერთვებით ჩვენს „მომსახურებაში“ და თანახმა ხართ ქვემოთ წარმოდგენილ პირობებზე („მომსახურების პირობები“, „პირობები“), მათ შორის წინამდებარე დოკუმენტში შემოთავაზებული დამატებითი პირობები და წესები და/ან ინდივიდუალური მომწოდებლების მიერ განსაზღვრული დამატებითი პირობები. მომსახურების ეს პირობები გამოიყენება ვებგვერდის ყველა მომხმარებლის, მათ შორის და არა მხოლოდ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც არიან დამთვარიელებლები, მომწოდებლები, კლიენტები, მოვაჭრეები და/ან ინფორმაციის მომწოდებლები.

ჩვენი ვებგვერდზე შესვლამდე ან გამოყენებამდე გთხოვთ ეს მომსახურების პირობები წაიკითხოთ ყურადღებით. ვებგვერდის რომელიმე ნაწილში შესვლით ან გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ მომსახურების პირობებს. თუ ამ ხელშეკრულების ყველა პირობას არ ეთანხმებით, მაშინ თქვენ შეგიძილიათ უარი თქვათ ჩვენს მომსახურებაზე.

ნებისმიერი ახალი მახასიათებელი ან ინსტრუმენტი, რომელიც დაემატება არსებულ ინტერნეტ მაღაზიას ასევე უნდა დაექვმდებაროს ამ მომსახურების პირობებს. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ამ მომსახურების პირობების უახლესი ვერსია ამ ვებგვერდზე. ჩვენ ვინარჩუნებთ უფლებას განვაახლოთ, შევცვალოთ ან ჩავანაცვლოთ ამ მომსახურების პირობების ნებისმიერი ნაწილი ჩვენ ვებგვერდზე განახლებებისა და/ან ცვლილებების წარმოდგენის საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ პერიოდულად შეამოწმოთ ამ ვებგვერდზე მიმდინარე ცვლილებები. თუ გააგრძელებთ ცვლილების შემდეგაც ამ ვებგვერზე შესვლას ან მის გამოყენებას, ეს ჩაითვლება ამ ცვლილებების აღიარებად.

ამ ხელშეკრულებაში წარმოდგენილი სათაურები მოცემულია მხოლოდ მოხერხებულობის მიზნით და არ ზღუდავს ან სხვაგვარად გავლენა ვერ მოახდენს წინამდებარე პირობებზე.

ნაწილი 1- ინტერნეტ მაღაზიების პირობები

ამ პირობებით თქვენ ეთანხმებით იმას, რომ „მარა.გე“ არის ონლაინ პლატფორმა, რაც საშუალებას გაძლევთ შეისყიდოთ ვებგვერზე ჩამოთვლილი პროდუქტები მასში მითითებულ ფასად ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას, ასევე თქვენ ეთანხმებით იმას, რომ „მარაგ.გე“ არის მხოლოდ დამაკავშირებელი და არ არის და ვერ იქნება ვებგვერდზე წარმოდგენილი გარიგებების რომელიმე ნაწილი. ვებგვერდზე პროდუქტების გაყიდვა უნდა წარმოადგენდეს „მარა.გე“-ზე თქვენსა და გამყიდველებს შორის ორმხრივ კონტრაქტს.

ჩვენს პირობებზე დათანხმებით, თქვენ აცხადებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის, და რომ თქვენს კმაყოფაზე მყოფ ნებისმიერი არასრულწლოვანს უფლებას აძლევთ გამოიყენოს ეს ვებგვერდი.

თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ჩვენი პროდუქტები, არაკანონიერად ან უნებართვოდ, ასევე მომსახურების გამოყენებისას არ დაარღვიოთ საქართველოს იურისდიქციის რომელიმე კანონმდებლობა.

პირობების დარღვევა გამოიწვევს თქვენი მომსახურებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

ნაწილი 2- მომსახურების მიწოდების პირობები

ჩვენ ვინარჩუნებთ უფლებას უარი ვუთხრათ ნებისმიერ მომხმარებელს მომსახურებაზე ნებისმიერი მიზეზით ნებისმიერ დროს.

თქვენ თანახმა ხართ, რომ საიტზე მოცემული ინფორმაცია გამოიყენოთ დანიშნულებისამებრ, და არ მიითვისოთ, გადაიღოთ ასლი, გაყიდოთ, გადაყიდოთ ან გამოიყენეოთ სხვა მიზნებისთვის. , ან მომსახურების წვდომა ან ვებგვერზე ნებისმიერი კონტაქტი, რომლის საშუალებითაც ხდება მომსახურების გაწევა, ჩვენი ერთმნიშვნელოვანი წერილობითი ნებართვის გარეშე.

ნაწილი 3- ინფორმაციის სიზუსტე, სისრულე და დროულობა

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია იყოს ზუსტი. ვებგვერდზე წარმოდგენილი მასალა მხოლოდ წარმოადგენს ზოგად ინფორმაციას და მასზე დაყრდნობა ან გადაწყვეტილების მიღების დროს ერთადერთ საფუძვლად გამოყენება არ შეიძლება. ამ გვერდზე წარმოდგენილ მასალაზე დაყრდნობა თქვენი გადასაწყვეტია.

ჩვენ პასუხისმგებელი არ ვიქნებით, თუ მომწოდებლის მიერ ვებგვერზე წარმოდგენილი ინფორმაცია არ იქნება სწორი, სრული ან ახალი. ჩვენ ვავალდებულებთ მომწოდებლებს წარმოადგინონ ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ "mara.ge" არ არის მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის გარანტორი.

ეს ვებგვერდი შეიძლება მოიცავდეს გარკვეულ ისტორიულ ინფორმაციას. ჩვენ ვინარჩუნებთ უფლებას შევცვალოთ ან განვაახლოთ ამ გვერდის შინაარსი ნებისმიერ დროს, მაგრამ არ ვართ ვალდებული განვაახლოთ რომელიმე ინფორმაცია, ან ვაცნობოთ მომხმარებლებს ინფორმაციის ცვლილების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თვალყური ადევნოთ ჩვენ გვერზე მიმდინარე ცვლილებებს.

ნაწილი 4 - მომსახურებისა და ფასების ცვლილებები

პროდუქტების ფასები ექვემდებარება ცვლილებას შეტყობინების გარეშე.

ჩვენ ვინარჩუნებთ უფლებას ნებისმიერ დროს შევცვალთ ან შევწყვიტოთ მომსახურება (ან მისი ნებისმიერი ნაწილი ან შინაარსი) შეტყობინების გარეშე.

ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი თქვენს ან რომელიმე მესამე მხარის წინაშე მომსახურების ან ფასის ცვლილების ინფორმირებაზე.

ნაწილი 5 - პროდუქტები ან მომსახურებები

გარკვეული პრდუქტები ან მომსახურებები შესაძლოა ინტერნეტში ხელმისაწვდო იყოს ამ ვებგვერდის საშუალებით. ეს პროდუქტი ან მომსახურებები შეიძლება რაოდენობრივად შეიზღუდოს და დაექვემდებაროს უკან დაბრუნებას ან გაცვლას მხოლოდ ჩვენი უკან დაბრუნების წესის შესაბამისად.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ რაც შეიძლება ზუსტად წარმოგვედგინა მაღაზიაში არსებული პროდუქტების ფერები და გამოსახულებები. ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ თქვენს კომიუტერის მონიტორზე წარმოდგენილი ფერები ზუსტად დაემთხვევა ფიზიკურ პროდუქტს.

ჩვენ ვინარჩუნებთ უფლებას, მაგრამ არ ვართ ვალდებული, შევზღუდოთ ჩვენი პროდუქტების ან მომსახურებების გაყიდვები ნებისმიერ პირზე, გეოგრაფიულ რეგიონსა ან იურისდიქციაში. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს უფლება როგორც ჯგუფურ ასევე ინდივიდუალური მომხმარებლის შემთხვევაში. ჩვენ ვინარჩუნებთ უფლებას, შევზღუდოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურების რაოდენობა. პროდუქტების და მათი ფასების ყველა ინფორმაცია ექვემდებარება ცვლილებას ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე, მხოლოდ ჩვენი შეხედულებისამებრ.

ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ ნებისმიერი თქვენს მიერ შესყიდული პროდუქტის ან მომსახურების ხარისხი დააკმაყოფილებს თქვენს მოლოდინს აღნიშნლი პროდუქტის, ან მომსახურების მიმართ.

ნაწილი 6 - გადახდის და საბუღალტრო ინფორმაციის სიზუსტე

ჩვენ ვინარჩუნებთ უფლებას უარი ვთქვათ თქვენს მიერ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ ნებისმიერ დაკვეთაზე. თუ ჩვენ განვახორციელებთ დაკვეთის ცვლილებას ან გავაუქმებთ მას, ჩვენ ვეცდებით შეგატყობინოთ ამის შესახებ დაკვეთის განთავსების დროს წარმოდგენილი საკონტაქტო ელ-ფოსტით და/ან ტელეფონის ნომრით. ჩვენ ვინარჩუნებთ უფლებას შევზღუდოთ ან ავკრძალოთ დაკვეთები, რომლებიც ჩვენი აზრით შეიცავს თაღლითურ ელემენტებს ან განთავსებულია დილერების ან გადამყიდველების მიერ.

თქვენ თანახმა ხართ წარმოადგინოთ ახალი, სრული და ზუსტი შესყიდვისა და ანგარიშის შესახებ ინფორმაცია ჩვენ მაღაზიაში განხორციელებულ ყველა შენაძენზე. ასევე თანახმა ხართ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი ანგარიში და სხვა ინფორმაცია, მათ შორის თქვენი ელფოსტის მისამართი და საკრედიტო ბარათის ნომრები და ვადის ამოწურვის თარიღები, რათა ჩვენ შევძლოთ თქვენი ტრანზაქციების განხორციელება და დაგიკავშირდეთ, თუ ეს საჭირო იქნება.

ნაწილი 7 - დამატებითი ინსტრუმენტები

ჩვენ შეგვიძლია ვუზრუნველყოთ მესამე მხარის სერვისებზე წვდომა, რომელზეც ჩვენ ვერ ვახორციელებთ მონიტორინგს და არ გვაქცს რაიმე კონტროლი.

თქვენ ადასტურებთ და თანხმა ხართ, რომ ზემოთ ხსენებული სერვისები წარმოდგენილია „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“ რაიმე გარანტიის, განცხადების ან პირობის და რაიმე სახის დადასტურების გარეშე. ჩვენ არ გვაქვს რაიმე სახის ვალდებულება, რომელიც წარმოიქმნება თქვენს მიერ დამატებითი მესამე მხარის ინსტრუმენტების გამოყენებისას.

ვებგვერდის საშუალებით თქვენთვის შემოთავაზებული ნებისმიერი დამატებითი ინტრუმენტის გამოყენებაზე მთელი პასუხიმგებლობა გეკისრებათ თქვენ და თქვენ უნდა დაადსტუროთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით პირობებს, რომელიც წარმოდგენილია შესაბამის მესამე-მხარის მიერ.

ნაწილი 8 - მესამე მხარის ბმულები

ჩვენი მომსახურების საშუალებით მოწოდებული გარკვეული შინაარსი, პროდუქტები და მომსახრებები შესაძლოა მოიცავდეს მესამე მხარეებისგან მიღებულ მასალებს და ბმულებს.

ვებგვერდზე მესამე მხარის ბმულები მიგითითებთ მესამე მხარის ვებგვერდებზე, რომლებიც არ არიან ჩვენთან დაკავშირებული. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი და არ ვიძლევით გარანტიას რომელიმე მესამე მხარის ვებგვერდებზე, ან მესამე მხარის ნებისმიერ სხვა მასალაზე, პროდუქტსა ან მომსახურებებზე.

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი რაიმე ზიანს ან ზარალზე, რომელიც უკავშირდება საქონლის, მომსახურებების, რესურსების შესყიდვას ან გამოყენებას, ან ნებისმიერი მესამე მხარის ვებგვერდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ტრანზაციას. ნებისმიერ გარიგებში თქვენს მონაწილრობამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მესამე მხარის პოლიტიკასა და წესებს და დარწმუნდეთ რომ გაერკვიეთ მათში. მესამე მხარის პროდუქტებთან დაკავშირებული საჩივრები, პრეტენზიები ან შეკითხვები უნდა გაეგზავნოს აღნიშნულ მესამე მხარეს.

ნაწილი 9 - მომხმარებლის კომენტარები, გამოხმაურება და სხვა წარმოდგენილი ინფორმაცია

თუ ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე გამოგვიგზავნით გარკვეულ ინფორმაციას (მაგალითად საკონკურსო მასალები) ან ჩვენი თხოვნის გარეშე აგზავნით კრეატიულ იდეებს, შეთავაზებებს, წინადადებს, გეგმებს ან სხვა მასალას ინტერნეტით, ელ-ფოსტით, ან ფოსტით, ან სხვაგვარად (ერთობლივად „კომენტარები“), თქვენ ეთანხმებით იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, შეზღუდვის გარეშე, რედაქტირება გავუკეთოთ, გადავიღოთ, გამოვაქვეყნოთ, გავავრცელოთ, გადავთაგმნოთ ან სხვაგვარად გამოვიყენოთ ნებისმიერ გარემოში ნებისმიერი კომენტარი, რომელიც თქვენ გამოგვიგზავნეთ. ჩვენ არ ვართ ვალდებული (1) დავიცვათ ნებისმიერი კომენტარის კონფიდენციალობა; (2) გადავიხადოთ კომპენსაცია ნებისმიერი კომენტარისთვის; ან (3) ვუპასუხოთ ნებისმიერ კომენტარს.

ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ არ ვართ ვალდებული შევამოწმოთ, რედაქტირება გავუკეთოთ ან ამოვიღოთ შინაარსი, რომელიც ჩვენი აზრით არაკანონიერია, ზიანის მომტანია, საფრთხის შემცველია, ცილისმწამებლურია, შეურაცმყოფელია, პორნოგრაფიულია, უღირსია ან სხვაგვარად მიუღებელია ან ეწინააღმდეგება ნებისმიერი მხარის ინტელექტუალურ საკუთრებას ან წინამდებარე მომსახურების პირობებს.

თქვენ ეთანხმებით იმ აზრს, რომ თქვენმა კომენტარებმა არ უნდა დაარღვიოს ნებისმიერი მესამე-მხარის უფლებები, მათ შორის საავტორო უფლება, სავაჭრო ნიშანი, კონფიდენციალობა, ინდივიდუალურობა ან პერსონალური და საკუთრების სხვა უფლება. თქვენ ასევე თანახმა ხართ, რომ თქვენი კომენტარები არ შეიცავდეს ზიანის მომტან ან სხვაგვარად არაკანონიერ, შეურაცხმყოფელ ან უღირს მასალას, ან გარკვეულ ნებისმიერ კომპიუტერულ ვირუს ან სხვა ზიანის მომტან პროგრამას, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მომსახურების განხორციელებაზე. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ყალბი ელ-ფოსტის მისამართი, სხვა ადამიანად წარმოადგინოთ თავი, ან სხვაგვარად შეცდომაში შეგვიყვანოთ ჩვენ ან მესამე მხარეები ნებისმიერი კომენტარის წარმოშობასთან დაკავშირებით. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს მიერ გაკეთებულ ნებისმიერ კომენტარზე და მათ სიზუსტეზე. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს ან ნებისმიერი მესამე მხარის მიერ წარმოდგენილ რომელიმე კომენტარზე.

ნაწილი 10 - პერსონალური ინფორმაცია

მაღაზიის საშუალებით თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რეგულირდება ჩვენი კონფიდენციალობის დაცვის წესით. (იხილეთ აქ)

ნაწილი 11 - შეცდომები, უზუსტობები და გამოტოვებები

დროდადრო შესაძლოა ჩვენ გვერდზე ან ჩვენ მომსახურებაში იყოს ინფორმაცია, რომელიც მოიცავს ტიპოგრაფიულ შეცდომებს, უზუსტობებს ან არის გამოტოვებები, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს პროდუქტის აღწერილობას, ფასებს, რეკლამირებას, შეთავაზებას, პროდუქტის გაგზავნის ხარჯებს, ტრანზიტის დროს და ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვინარჩუნებთ უფლებას ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე შევასწოროთ ნებისმიერი შეცდომა, უზუსტობა ან გამოტოვება, და შევცვალოთ ან განვაახლოთ ინფორმაცია ან გავაუქმოთ დაკვეთები, თუ რომელიმე ინფორმაცია მომსახურებაში ან ნებისმიერ ვებგვერდთან დაკავშირებით არის არაზუტი (მათ შორის თქვენს მიერ დაკვეთის შემდეგ).

ჩვენ არ ვიღებთ ვალდებულებას განვაახლოთ, შევცვალოთ ან დავაზუსტოთ მომსახურების ან ვებგვერდთან დაკავშირებული ინფორმაცია, ფასების შესახებ ინფორმაცია, თუ ეს მოთხოვნილი არ არის კანონით. მომსახურების ან ნებისმიერ ვებგვერთან დაკავშირებული არცერთი კონკრეტული განახლება ან განახლებული თარიღი არ უნდა იქნას ჩათვლილი იმის დასტურად, რომ ყველა მომსახურების ან ნებისმიერ ვებგვერდთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიცვალა ან განახლდა.

ნაწილი 12 - აკრძალული გამოყენება

წინამდებარე მომსახურებების პირობებში მითითებული სხვა აკრძალვების გარდა, თქვენ გეკრძალებათ ვებგვერდის ან მისი შინაარსის გამოყენება: (ა) რაიმე არაკანონიერი მიზნით; (ბ) სხვების ჩართვა ან მონაწილეობა რომელიმე არაკანონიერ ქმედების განხორციელებაში; გ) ნებისმიერი ქართული წესის, კანონმდბელობის ან ადგილობირივი დადგენილების დარღვევა; (დ) ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების უფლებებისა ან სხვების ინტელექტულური საკუთრების უფლებებისთვის ზიანის მიყენება ან დარღვევა; (ე) შეურაცხყოფა მიაყენოთ, ბოროტად გამოიყენოთ, ზიანი მიაყენოთ, ცილი დასწამოთ, დაამციროთ, დაემუქროთ ან განახორციელოთ დისკრიმინაცია სქესის, სქესობრივი ორიენტაციის, რელიგიურ, ეთნიკური, რასობრივ, ასაკობრივ, ეროვნული წარმომავლობის ან ქმედუუნარობის საფუძველზე; (ვ) წარადგინოთ ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია; (ზ) ატვირთოთ ან გაავრცელოთ ვირუსები ან ნებისმიერი სხვა ტიპის ბოროტი განზრახვითი პროგრამა, რომელიც რაიმე სახით შეიძლება გამოყენებული იყოს ისე, რომ გავლენა მოახდინოს მომსახურების ან ნებისმიერი დაკავშირებული ვებგვერდის, სხვა ვებგვერდების, ან ინტერნეტის ფუნქციონალურობასა ან მოქმედებაზე; (თ) მოაგროვოთ ან თვალყური მიადევნოთ სხვების პერსონალურ ინფორმაციას; (ი) გამოიყენოთ სპამი, მიიღოთ ინფორმაცია „ფიშინგის“ , "სქრეიპინგის" ან სხვა მეთოდის გამოყენებით; (კ) რაიმე უხამსი ან ამორალური მიზნით; ან (ლ) ჩაერიოთ ან გვერდი აუაროთ მომსახურებასა ან ვეგბვერდთან, სხვა ვებგვერდებთან ან იტერნეტთან დაკავშირებულ უსაფრთხოების კონტროლის ღონისძიებებს. ჩვენ ვინარჩუნებთ უფლებას ნებისმიერი აკრძალული გამოყენების წესის დარღვევის გამო შევწყვიტოთ მომსახურების და ან გადავცეთ აღნიშნული დარღვევის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს.

ნაწილი 13 - გარანტიაზე უარის თქმა; პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ ვიძლევი გარანტიას და არ ვაცხადებთ, რომ თქვენ მიერ ჩვენი მომსახურების გამოყენება იქნება უწყვეტი, ან უშეცდომო.

თქვენ ეთანხმებით იმას, რომ პერიოდულად ჩვენ შეგვიძლია მოვხსნათ მომსახურება განუსაზღვრელი დროის პერიოდებით ან გავაუქმოთ მომსახურება ნებისმიერ დროს, თქვენთვის შეტყობინების გარეშე.

თქვენ ერთმნიშვნელოვნად ეთანხმებით იმას, რომ თქვენს მიერ მომსახურების გამოყენება ან ვერ გამოყენება დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე. მომსახურების საშუალებით თქვენთვის გაწეული მომსახურება და ყველა პროდუქტი (გარდა ჩვენს მიერ ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შემთხვევისა) წარმოდგენილია თქვენს მიერ გამოსაყენებლად „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“, რაიმე ნაგულისხმევი ან გამოხატული განცხადების, გარანტიის ან პირობის გარეშე.

არცერ შემთხვევაში შპს „mara.ge“, ჩვენი დირექტორები, თანამდებობის პირები, თანამშრომლები, აგენტები, კონტრაქტორები, ინტერნები, მომწოდებლები, მომსახურების პროვაიდერები ან ლიცენზიანტები არ უნდა იყვნენ პასუხისმგებელი რაიმე ზიანზე, დანაკარგზე ან ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, შემთხვევით, სადამსჯელო, განსაკუთრებულ ან ნებისმიერ შედეგობრივ ზარალზე. მათ შორის და არა მხოლოდ მიუღებელ მოგებაზე, დაკარგულ შემოსავალზე, დაკარგულ დანაზოგზე, დაკარგულ მონაცემებზე, ხარჯების ჩანაცვლებასა ან ნებისმიერ სხვა მსგავს ზიანზე, იქნება ეს კონტრაქტის, შეთანხმების (დაუდევროვის გარეშე) საფუძველზე თუ არა, და რომელიც წარმოიქმნა თქვენს მიერ ნებისმიერი მომსახურების ან მომსახურების საშუალებით შესყიდული ნებისმიერი პროდუქტის გამოყენების შედეგად, მათ შორის და არა მხოლოდ, ნებისმიერი შეცდომა ან გამოტოვება ნებისმიერ შინაარში, ან ნებისმიერ დანაკარგში ან ზარალში, რომელიც წარმოიქმნა მომსახურების საშუალებით წარმოდგენილი, გადაგზავნილი, ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი მომსახურების ან შინაარსის გამოყენების შედეგად.

ნაწილი 14 - კომპენსაცია

თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ შპს „mara.ge“ და ჩვენი მშობელი კომპანია, შვილობილი კომპანიები, ფილიალები, პარტნიორები, თანამდებობის პირები, დირექტორები, აგენტები, კონტრაქტორები, ლიცენზიანტები, მომსახურების პროვაიდერები, ქვეკონტრაქტორები, მომწოდებლები, ინტერნები და თანამშრომლების წინაშე პრეტენზიაზე ან მოთხოვნაზე, რომელიც წარმოიქმნება ნებისმიერი პირობების ან კანონის თქვენს მიერ დარღვევის შედეგად.

ნაწილი 15- განუყოფელობა

იმ შემთხვევაში, თუ ამ მომსახურების პირობების რომელიმე დებულება ჩაითვლება არაკანონიერად, ბათილად ან ქმედუუნაროდ, ასეთი დებულება, მიუხედავად ამისა ჩაითვლება მოქმედი კანონის შესაბამისად სრულად ქმედუნარიანად, და მისი ქმედუუნარო ნაწილი ამოღებული იქნება წინამდებარე მომსახურების პირობებიდან, და ასეთმა გადაწყვეტილებამ გავლენა არ უნდა მოახდინოს ნებისმიერი დარჩენილი დებულებების კანონიერებას ან ქმედუნარიანობაზე.

ნაწილი 16 - შეწყვეტა

შეწყვეტის თარიღამდე წარმოქნილის მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ძალაში უნდა დარჩეს ყველა მიზნით ამ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც.

მომსახურების ეს პირობები ძალაშია თუ ის არ შეწყდება თქვენს ან ჩვენს მიერ. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ წინამდებარე მომსახურების პირობები ნებისმიერ დროს, თუ შეგვატყობინებთ, რომ აღარ გსურთ გამიოყენოთ ჩვენი მომსახურებები, ან როცა თქვენ შეწყვეტთ ჩვენი ვებგვერდის გამოყენებას.

თუ ჩვენი აზრით თქვენ ვერ, ან არსებობს ეჭვი, რომ ვერ ასრულებთ მომსახურების რომელიმე პირობას ან დებულებას, ჩვენ ასევე შეგვიძლია შევწყვიტოთ ეს ხელშეკრულება ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე და თქვენ პასუხისმგებელი იქნებით შეწყვეტამდე და შეწყვეტის თარიღის ჩათვლით ჩვენთვის გადასახდელ ყველა თანხაზე; და/ან შესაბამისად შეგვიძლია უარი გითხრათ ჩვენ მომსახურებებზე (ან მის ნებისმიერ ნაწილზე) წვდომაზე.

ნაწილი 17- მთლიანი ხელშეკრულება

ჩვენ მიერ წინამდებარე მომსახურების პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების ან დებულებების ვერ გამოყენება ან განხორციელება არ წარმოადგენს ასეთ უფლებასა ან დებულებაზე უარის თქმას.

ეს მომსახურების პირობები და ჩვენ მიერ ამ მომსახურებასთან დაკავშირებულ ამ გვერდზე წარმოდგენილი ნებისმიერი პოლიტიკა ან მოქმედი წესი წარმოადგენს თქვენსა და ჩვენ შორის გაფორმებულ მთლიან ხელშეკრულებას და არეგულირებს თქვენს მიერ მომსახურების გამოყენებას, აჩერებს თქვენს და ჩვენ შორის ნებისმიერ ადრინდელ ან არსებულ ხელშეკრულებას, სიტყვიერ თუ წერილობით კომუნიკაციას და შეთავაზებას (მათ შორის, და არა მხოლოდ, მომსახურების პირობების ნებისმიერი ადრინდელ ვერსიას).

მომსახურების პირობებში რაიმე გაურკვევლობის შემთხვევა არ უნდა განიმარტოს ამ პირობების შემქმნელი მხარის საზიანოდ.

ნაწილი 18 - მარეგულირებელი კანონი

წინამდებარე მომსახურების პირობები და ნებისმიერი ცალკე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გეწევათ მომსახურება, უნდა დარეგულირდეს და განიმარტოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ნაწილი 19 - მომსახურების პირობების ცვლილებები

თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მომსახურების პირობების ყველაზე ბოლო ვერსია ნებისმიერ დროს ამ ვებგვერდზე.

ჩვენ ვინარჩუნებთ უფლებას ჩვენი შეხედულებისამებრ განვაახლოთ, შევცვალოთ ან ჩავანაცვლოთ მომსახურები ამ პირობების ნებისმიერ ნაწილში ჩვენ ვებგვერდზე განახლებებისა და ცვლილებების მითითებით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ დროდადრო შეამოწმოთ ხოლმე ჩვენ ვებგვერზე ცვლილებები. ამ მომსახურების პირობების ნებისმიერი ცვლილების ჩვენ ვებგვერდზე მითითების შემდეგ თქვენს მიერ მისი გამოყენების ან წვდომის გაგრძელება ნიშნავს ამ ცვლილებების თქვენს მიერ აღიარებას.

ნაწილი 20 - საკონტაქტო ინფორმაცია

მომსახურების პირობებთან დაკავშირებული შეკითხვები უნდა გამოგვიგზავნოთ მისამართზე: info@mara.ge.