როგორ დავიწყოთ გაყიდვა მარა.გე-ზე

როგორ დავიწყოთ გაყიდვა მარა.გე-ზე

რისი გაყიდვა შეიძლება mara.ge-ზე?

  • არსებული კატეგორიები - ამჟამად მარა-ზე 8 ძირითადი და 300-მდე ქვეკატეგორიაა გახსნილი. ღია კატეგორიებში პროდუქტის დამატება ყველასთვის შესაძლებელია. ანგარიშის დარეგისტრირების შემდეგ გამყიდველს საშუალება ექნება საკუთარი ხელსაწყოების პანელიდან შექმნას პროდუქტები და განათავსოს არსებულ კატეგორიებში. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტზე ინფორმაცია სრულად არის შევსებული, მისი ავტორიზაცია და საიტზე განთავსება ხდება ავტომატურად, 1 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • ახალი კატეგორიები - კატეგორიის დასამატებლად აუცილებელია დასტური მარა.გე-ს გუნდისგან. თუ თქვენ გაქვთ პროდუქტის ისეთი ასორტიმენტი, რომელიც ჯერჯერობით mara.ge-ზე არ არის განთავსებული, თუმცა ფიქრობთ, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის საინტერტესო იქნება, მოგვწერეთ. ახალი კატეგორიის გახსნას 5 სამუშაო დღე სჭირდება და დასტურის შემთხვევაში შეძლებთ მასში პროდუქტის დამატებას.

გამყიდველად რეგისტრაციისთვის აუცილებელი პირობები:

  • გამყიდველებისთვის კონკრეტული შემოთავაზება, ჯერჯერობით, მოქმედებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით
  • დარწმუნდით, რომ დარეგისტრირებული ხართ, როგორც იურიდიული პირი და მონიჭებული გაქვთ შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი

როგორ დავიწყოთ გაყიდვა?

1. გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია - ორი წკაპით:

    • მოგვაწოდეთ თქვენი საკონტაქტო და ძირითადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ.
    • თქვენი პორტალი მომდევნო დღეს გააქტიურდება და დეტალების შეცვლას თავად შეძლებთ.

2. გამოაქვეყნეთ პროდუქტები:

    • რეგისტრაციის ავტორიზაციასთან ერთად მიიღებთ პროდუქტის დამატების დეტალურ ინსტრუქციას.
    • დაამატეთ სასურველი პროდუქტები, მიუთითეთ სასურველი კატეგორია და წარადგინეთ დასამტკიცებლად.
    • ინფორმაციის სრულად შევსების შემთხვევაში, პროდუქტი მომდევნო სამუშაო დღეს დადასტურდება და გახდება ხელმისაწვდომი ათასობით მომხმარებლისთვის.

3. დაიწყეთ გაყიდვა:

    • პროდუქტის დამატებით თქვენი შრომა დასრულდა.
    • დაელოდეთ და გაყიდვის შემთვხვევაში მოგივათ შეტყობინება, რომ თქვენი პროდქუტი გაიყიდა.
    • თქვენი გაყიდვების კონტროლს თქვენივე პანელიდან შეძლებთ.

4. გააგზავნეთ გაყიდული პროდუქტი:

    • შეკვეთის შემოსვლისას მიიღებთ შეტყობინებას.
    • გაამზადეთ შეკვეთილი პროდუქტები ჩვენი კურიერისთვის.
    • ამანათის მომხმარებლამდე მიტანაზე ჩვენი კურიერი იზრუნებს, თქვენ კი შეგიძლიათ მშვიდად გააგრძელოთ მუშაობა.

5. მიიღეთ თანხა:

    • თქვენივე პორტალზე შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერი და ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თანხის ჩარიცხვა თქვენი სურვილისამებრ.
    • თანხა მოთხოვნიდან მომდევნო სამუშაო დღეს ჩაირიცხება თქვენს ანგარიშზე.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პროდუქტის წარმატებას და პოპულარიზაციას შესაძლოა დრო დასჭირდეს. გადაიკითხეთ რა იწვევს პროდუქტის წარმატებას ბლოგში, რომ დააჩქაროთ ეს პროცესი.


რა ღირს mara.ge-ზე გაყიდვა?

  • საშეღავათო პერიოდი - პირველი 10 შეკვეთა ყველა მაღაზიისთვის უფასოა. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში პარტნიორებს საშუალება ექნებათ გამართონ mara.ge-ზე გაყიდვის ოპერაციები.
  • ტრანზაქციის ღირებულება - ყოველ განხორციელებულ შეკვეთაზე გამყიდველს ბალანსიდან გამოაკლდება ტრანზაქიის ღირებულება, რომელიც თითო შეკვეთაზე 1 ლარს შეადგენს. გამონაკლისები დაიშვება ისეთი გამყიდველებისთვის, რომელთა საშუალო კალათის ღირებულება 10 ლარი ან ნაკლებია.
  • საკომისიო - საწყისი საკომისიო შეკვეთის ღირებულების 15%-ია, რომელიც გამყიდველს საკუთარი ბალანსიდან ჩამოეჭრება.
  • დამატებითი შეღავათები - სტრატეგიული და გამოცდილი პარტნიორები ექვემდებარებიან საკომისიოს შემცირებას. ასეთ პარტნიორებად ითვლება საკუთარი მიტანის სერვისის მქონე გამყიდველები ან/და პარტნიორები განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გაყიდვებით