Mara.Ge არის ონლაინ მარკეტი, რომელიც მომწოდებლებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან აკავშირებს


Mara.ge-ში 10 ათასობით საყოფაცხოვრებო პროდუქტია საქართველოში არსებული ყველა მსხვილი მომწოდებლისგან.

მომხმარებელს საშუალება აქვს თავად მოძებნოს, დაათვარიელოს და შეადაროს პროდუქცია მათი მახასიათებლების და ფასის მიხედვით.

გადახდა მომხმარებელს შეუძლია როგორც შეკვეთისას ვებ გვერდზე, ასევე ტერმინალით, ადგილზე მიტანის დროს.

მიწოდება სტანდარტულად 24 საათის განმავლობაში უფასოდ ხორციელდება, თუმცა ექსპრეს მიწოდების მეთოდის არჩევისას მომხმარებელი პროდუქციას 6 საათის განმავლობაში მიიღებს.

ჩვენ გარანტიას ვიძლევით რომ პროდუქტი ზუსტად ისეთი სახით და რაოდენობით მოვა როგორც ვებ-საიტზეა ნაჩვენები და აღწერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მომხმარებელს სრული უფლება აქვს მიტანისას პროდუქტი დაიწუნოს, დააბრუნოს, ან მოითხოვოს გამოცვლა.


რატომ ირჩევენ კლიენტები Mara.ge-ს:
  • ჩვენს მომხმარებლებს საშუალება აქვთ დაზოგონ დრო და შეიძინონ ყველა საჭირო ნივთი ერთ სივრცეში, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად
  • Mara.ge-ს შეუძლია რუტინული სასყიდლების პრობლემაც მოაგვაროს. მომხმარებლებს საშუალება აქვთ წინასწარ დააფიქსირონ რეგულარული საყიდლების ჩამონათვალი, და Mara.ge მათ მიერ შერჩეული პერიოდის მიხედვით მიიტანს პროდუქციას სასურველ მისამართზე
  • ჩვენი პლათმორმა ფართო არჩევანთან ერთად, მომხმარებელს საშუალებას აძლევს პროდუქტები მათი მახასიათებლების, ფასისა და შეფასებების მიხედვით შეადარონ ერთმანეთს, რათა მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილება მათი შეძენისას

ჩვენ ვცდილობთ საყიდლების პროცეს მარტივი, უმტკივნეულო და მოხერხებული გავხადოთ , მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მომხმარებლის დაცვა და უსაფრთხოებაა. ჩვენთან ნებისმიერი პლასტიკური ბარათით გადახდა ხდება დაცული სიტემით. შეკვეთილი პროდუქციის მიიღებამდე თანხა არ ჩამოიჭრება.




about-us-geo.jpg?1506805644509