პამპერსის საფენები

საფენი ბავშვის პამპერსი

პამპერსის ტრუსები

ტრუსები ბავშვის პამპერსი

საფენი ბავშვის ჰაგისი ელიტ სოფტი

ხელმისაწვდომი:

  • ზომა 1, 2, 3, 4, 5
-დან 12,95 GEL
მარაგი: მარაგშია
SKU
cp-302

საფენი ბავშვის ჰაგისი ელიტ სოფტი

საფენი ბავშვის ჰაგისი ელიტ სოფტი მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავს პატარების კომფორტსა და ნაზ კანზე. ის არის ერთადერთი საფენი სპეციალური შემწოვი ბალიშებით. მის ასორტიმენტში შედის სხვადასხვა ასაკისა და წონის ბავშვისთვის განკუთვნილი საფენი, ამგვარად ის უზრუნველყოფს არჩევანის მრავალფეროვნებას.

რატომ ჰაგისი ელიტ სოფტი?

ბავშვის მგრძნობიარე, ნაზი კანი საჭიროებს სათუთ ზრუნვას, დაცვას სხვადასხვა ტიპის გამღიზიანებლისგან, შესაბამისად, აუცილებელია ისეთი საფენის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ამ პირობის შესრულებას და შეინარჩუნებს ბავშვის კომფორტულ, დაცულ მდგომარეობას. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ჰაგისი ელიტ სოფტი. მისი ფაფუკი, ეფექტური სტრუქტურა იმდენად რბილია, რომ პატარა ფაქტობრივად ვერ გრძნობს შეხებას.


მახასიათებლები:

width="150" შეიცავს შემწოვ არხებს, რომელიც ხელს უშლის საფენის გაბერვასა და ბავშვის დამძიმებას.

დამატებითი დამცავი ფენა იცავს ბავშვს ზურგის არეში სითხის მოხვედრისგან.

ახალშობილთა საფენებს აქვთ ტენიანობის ინდიკატორი, რომელიც იცვლის ფერს.

ელასტიური ზედა ნაწილი უზრუნველყოფს საფენის ბავშვის ზურგზე იდეალურ მორგებას. წებოვანი, წელვადი შესაკრვი აფიქსირებს საფენს ბავშვის სხეულზე.

საფენის შემწოვი ზედაპირი შედგება რბილი ბალიშებისგან, რომლებიც ნაზად ეხებიან ბავშვის კანს და წამიერად იწოვენ სითხეს, რაც იცავს კანს ბაქტერიებთან კონტაქტისგან.

ფორებიანი მატერია საფენს ჰაერგამტარს ხდის.

საფენი ჰაგისი ელიტ სოფტი უზრუნველყოფს ბავშვების კომფოსტს, ჯანსაღ და სრულყოფილ განვითარებას დაბადებიდანვე. მისი ნაზი და ხარისხიანი პროდუქცია იმეორებს მოძრაობას და უნარჩუნებს კომფორტს. მის ფართო ასორტიმენტში შედის:

  • საფენი ბავშვის ჰაგისი ნიუბორნი: 1 ზომა; 2-5კგ
განკუთვნილია ახალშობილთათვის. კიდევ უფრო რბილი, ნაზი და ფაფუკი, რაც ახალშობილის ზედმეტად მგრძნობიარე კანის მაქსიმალურ დაცულობას უზრუნველყოფს. აქვს შედარებით მაღალი ნაპირები ფეხის გარშემო, რომ შეეწინააღმდეგოს სითხის გაჟონვას. შეფუთვაში მოცემულია 27 ცალი.
  • საფენი ბავშვის ჰაგისი ელიტ სოფტი მეგა-1 ზომა
სამკუთხა ფორმა იმეორებს ბავშვის ტანის კონტურებს და არ უშლის ხელს აქტიურ მოძრაობაში, ხოლო ფეხების გარშემო არსებული ელასტიური რეზინის მეშვეობით საფენი იდეალურად ზის ბავშვის ტანზე. შეფუთვაში მოცემულია 84 ცალი.
  • საფენი ბავშვის ჰაგისი ელიტ სოფტი-2 ზომა; 3-6კგ
სპეციალურად შექმნილი მატერია, რომელიც საფენს ანიჭებს სინაზეს. ეფექტური შემწოვი ზედაპირით. შეფუთვაში მოცემულია 27 ცალი.
  • საფენი ბავშვის ჰაგისი ელიტ სოფტი-2 ზომა; 3-6კგ
უნიკალური, ელასტიური შიდა ფენა, რომელიც დამატებითი დამცავი ზედაპირია და განაპირობებს სითხის ეფექტურ შეწოვას. შეფუთვაში მოცემულია 66 ცალი.
  • საფენი ბავშვის ჰაგისი ელიტ სოფტი-3 ზომა მეგა; 5-9კგ
ფოროვანი მატერია კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს, შესაბამისად ის უნარჩუნებს ბავშვს სიმშრალესა და ჰაეროვნებას. შეფუთვაში მოცემულია 80 ცალი.
  • საფენი ბავშვის ჰაგისი ელიტ სოფტი-4 ზომა მეგა; 8-14კგ
განკუთვნილია შედარებით დიდი ბავშვებისთვის და ხელს უწყობს მათ თავისუფალ მოძრაობას. შეფუთვაში მოცემულია 66 ცალი.
  • საფენი ბავშვის ჰაგისი ელიტ სოფტი-5 ზომა მეგა; 12-22კგ

მოცემულია ზომაც, ისევე, როგორც ჰაგისის სხვა საფენები, შეიცავს შემწოვ არხებს, რომელიც ხელს უშლის საფენის გაბერვასა და ბავშვის დამძიმებას. შეფუთვაში მოცემულია 56 ცალი.

მეტი ინფორმაცია
ბრენდიჰაგისი
ქვეყანარუსეთი
სქესიუნისექსი
Write Your Own Review
You're reviewing:საფენი ბავშვის ჰაგისი ელიტ სოფტი
შეფასება:

იგივე ბრენდის სხვა პროდუქტები