იატაკის საწმენდი ბაგი ცემენტინი ცემენტის ზედაპირებისთვის 1ლ

იატაკის საწმენდი ბაგი ცემენტიანი ზედაპირებისთვის 1ლ

იატაკის საპრიალებელი ემსალი 1000 მლ

იატაკის საპრიალებელი ემსალი 1000 მლ
15,00 GEL
მარაგი: ხელმისაწვდომია
SKU
4009175163899

ემსალის იატაკის საპრიალებელი სითხე შეიცავს ფორთოხლის ცვილს და იცავს იატაკს ნაკაწრების გაჩენისგან, ნესტისგან, ქუსლიანი ფეხსაცმლისგან გაჩენილი ზოლებისგან და დაბინძურებისგან. გამოიყენება ყველანაირი ტიპის იატაკზე, როგორიცაა ხე, ლამინატი, პარკეტი, მეთლახი, ლინოლეუმი, ბუნებრივი და ხელოვნული ქვა და სხვა. დამზადებულია ბუნებრივი ფორმულის გამოყენებით, რომელიც ქმნის ხანგრძლივ დამცავ ფენას და ხელს უშლის იატაკში ჭუჭყისა და არასასურველი ნივთიერებების ჩაღწევას. დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნებს იატაკს სიპრიალეს. არ ტოვებს კვალს. არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს.ემსალის იატაკის საწმენდები დამზადებულია მცენარეული პრინციპის მიხედვით. ყველა მათგანი შეიცავს ჩიტოსანს - მცენარეულ ნედლეულს, რომელიც იცავს იატაკს ჭუჭყისა და ნესტისგან. ჩიტოსანის წყალობით იატაკი ხდება წყალგაუმტარი, ინარჩუნებს პირველად სახეს, დაცულია ფერის დაკარგვისა და სისველისგან, შესაბამისად არ იბრიცება და ხდება მარტივი გასაწმენდი.

გამოყენების წესი: გააზავეთ 3 თავსახური 5 ლ. თბილ წყალში. დაასველეთ ტილო, კარგად გაწურეთ და გაწმინდეთ. არ დაასხათ პირდაპირ იატაკზე. გაზავების გარეშე გამოყენების შემთხვევაში, ჯერ კარგად გაწმინდეთ იატაკი. დაასხით სითხე ნესტიან ბამბის ნაჭერზე და მოწმინდეთ. არ გაიაროთ იატაკზე კარგად გაშრობამდე. იატაკქვეშა გათბობის შემთხვევაში, გაწმენდამდე გათიშეთ გათბობა და აცადეთ იატაკს გაცივდეს კარგად. ვარგისია: გამოშვებიდან 4 წელი. გამოშვების თარიღი იხ. შეფუთვაზე. მოარიდეთ ბავშვებს. არ გაყინოთ.

მეტი ინფორმაცია
ბრენდი ემსალი
ქვეყანა
მოცულობა 1000
გამოყენება იატაკი
არომატი -
შეფუთვა პლასტმასი
Write Your Own Review
თქვენ აფასებთ:იატაკის საპრიალებელი ემსალი 1000 მლ
შეფასება:

იგივე ბრენდის სხვა პროდუქტები

იტვირთება ...
მეტის ჩვენება ...